ფეხბურთი

15:35 | 23.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

დემბელემ გადაიფიქრა და "ბარსელონაში" დარჩენა სურს

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა უსმან დემბელემ აზრი შეიცვალა და კლუბში დარჩენა სურს. ამის შესახებ Sport-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, ფეხბურთელი მადლიერია, რომ ჩავიმ მას თამაშის შესაძლებლობა მისცა. მიუხედავად ამისა, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას არ სჯერა, რომ დემბელესთან კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმებას შეძლებენ. თუმცა, მოლაპარაკებების თავიდან დაწყება მაინც შესაძლებელია.

დემბელეს „ბარსასთან“ კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და აქამდე კლუბის მიერ გაკეთებული ყველა შეთავაზება უარყო.

შეგახსენებთ, ფრანგმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 14-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116102