ფეხბურთი

23:42 | 22.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "ბარსელონაში" დასაბრუნებლად ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ არ გამომივიდა"

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა ნეიმარმა განაცხადა, რომ „ბარსელონაში“ დასაბრუნებლად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ბრაზილიელმა ის პერიოდი გაიხსენა, სანამ პსჟ-თან კონტრაქტს გაახანგრძლივებდა.

„ყველაფერი ვცადე „ბარსელონაში“ დასაბრუნებლად, მაგრამ არ გამომივიდა. თუმცა, ახლა მესი პსჟ-ს ფეხბურთელი გახდა, ის ჩემი მეგობარია და ძალიან მიხარია, რომ შემოგვიერთდა“, - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, ნეიმარი „ბარსელონაში“ 2013-2017 წლებში ირჯებოდა და 186 მატჩში 105 გოლის გატანა მოახერხა, „პარი სენ ჟერმენში“ კი 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მან ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი გასულ წელს 2025 წლამდე გაახანგრძლივა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110881