„რეალის“ და „ბარსელონას“ ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ დორტმუნდის „ბორუსიის“ ფანტასტიკური ნორვეგიელი თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი, ხშირად ტრავმიანობს, ამიტომ მისი ტრანსფერის შესახებ დაფიქრებაა საჭირო - გვამცნობს El Chiringuito.
ეს ორი კლუბი განსაკუთრებითაა დაინტერესებული 21 წლის ნორვეგიელის გადაბირებით და მისი მოხშირებული ტრავმები ეჭვს აჩენს სავარაუდო ტრანსფერის მართებულებაში. ისინი ცდილობენ გაერკვნენ, რისგან წარმოიშვა პრობლემა.
მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ტრავმების მიზეზით 14 შეხვედრა გამოტოვა.