ფეხბურთი

11:50 | 22.02.2022 | ნანახია 454 - ჯერ

იკარდის სამი იტალიური კლუბი ეპატიჟება

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი, მაურო იკარდი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „იუვენტუსში“ არ გადავიდა, ახლა კი მისით სერია A-ს კიდევ სამი კლუბი დაინტერესდა.

Calciomercato-ს ცნობით, 29 წლის არგენტინელის გადაბირება „მილანს,“ „ნაპოლისა“ და „რომას“ სურთ. „მილანში შეტევის ხაზის გაახალგაზრდავება სურთ, „ნაპოლი“ და „რომა“ კი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე კონკურენციის გაზრდას აპირებენ.

იკარდი პარიზულ კლუბში 2019 წლიდან თამაშობს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:08 | 22.02.2022
football_truth (68)

იქაც ვიღაცას მოჭიმავს და გამოაგდებენ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120365