ჩოგბურთი

0:40 | 22.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელი ალკარასი ATP 500-ის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა

ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ესპანელმა კარლოს ალკარასმა ATP-ს ტურზე პირველი თამაში მოიგო. ეს რიო დე ჟანეირუში მოხდა და ის 16 წლის იყო. დღეს კი ის ამავე ტურნირის ჩემპიონი გახდა. რიოს ღია პირველობის ფინალში, ალკარასმა 6-4, 6-2 მოუგო არგენტინელ დიეგო შვარცმანს და გახდა ATP 500-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი.

ATP 500 კატეგორია 2009 წელს დაარსდა და მას შემდეგ, 18 წლის ჩოგბურთელს მის ტურნირებში ტიტული არ მოუპოვებია. ალკარასს კი ATP-ს ტურზე ერთი ტურნირი რიომდეც მოგებული ჰქონდა (ხორვატიის უმაგში, შარშან).

„დაუჯერებელია. შესანიშნავი კვირა მქონდა. თიხნარზე დიდი ხნის შემდეგ პირველად ვითამაშე და მიხარია, რომ სეზონს კარგ ფორმაში შევხვდი“, - განაცხადა ალკარასმა, ვისაც მეოთხედფინალის და ნახევარფინალის თამაშმა შაბათს მოუწია. ეს კი უამინდობის გამო მოხდა.

ალკარასმა შაბათის შეხვედრებში, გზიდან ჩამოიშორა პირველ ნომრად განთესილი იტალიელი მატეო ბერეტინი და კიდევ ერთი იტალიელი, ფაბიო ფონინი. რიოს ტურნირზე გამარჯვების წყალობით, ესპანელი განახლებულ რეიტინგში მე-20 ადგილზე გადავიდა.

0.147869