ფეხბურთი

22:35 | 21.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალის" ფეხბურთელი: "ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა"

ესპანური „ვილიარეალის“ ფეხბურთელმა არნო დანჟუმამ განაცხადა, რომ მათი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. როგორც ნიდერლანდელმა შემტევმა აღნიშნა, ის ყოველთვის მაქსიმუმს უმიზნებს და ტურნირის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ.

„ვფიქრობ, გამოცდილება, რომელიც ამ გუნდმა ევროპა ლიგის მოგების შემდეგ მოიპოვა, უზარმაზარია. ევროთასები ჩემპიონატებისგან განსხვავდება. კონტექსტი სხვაა, სხვა თამაშებია. ან შემდეგ ეტაპზე უნდა გახვიდე, ან შინ უნდა წახვიდე.

ეს გამოცდილება მნიშვნელოვანია და მოედანზე ჩანს. ჩემპიონთა ლიგაზე გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, ჩვენი ფეხბურთელი რაულ ალბიოლი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია, კიდევ გვყავს რამდენიმე ასეთი გამოცდილი მოთამაშე.

რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. არასდროს ვიტყვი, რომ ეს შეუძლებელია, თუნდაც აუტსაიდერები ვიყოთ. მე ყოველთვის სიდიადისკენ ვიბრძვი, ამიტომ სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, ჩემპიონთა ლიგის მოგება და ამას მაქსიმალურად ვეცდებით“, - თქვა დანჟუმამ.

შეგახსენებთ, „ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ტურინის „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128995