ფეხბურთი

16:17 | 21.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს

ლონდონის „ტოტენჰემისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ჰარი კეინი თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

ბრიტანული მედიის ცნობით, კეინმა კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები შეაჩერა, რადგან სურს, რომ კლუბის პერსპექტივები სეზონის ბოლოს შეაფასოს და საბოლოო გადაწყვეტილება შემდეგ მიიღოს.

კეინს გასულ ზაფხულს „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა უნდოდა და გარკვეული დროის განმავლობაში „ტოტენჰემში“ ვარჯიშზეც კი უარს ამბობდა, თუმცა, „დეზებმა“ ის მაინც არ გაყიდეს.

მიმდინარე სეზონში ინგლისელმა ფორვარდმა ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.113747