გერმანული „ლაიფციგის“ ფეხბურთელი ანხელინო შესაძლოა „ბარსელონაში“ გადავიდეს. Sport-ის ცნობით, 25 წლის ესპანელით კატალონური გრანდის ხელმძღვანელობაა დაინტერესებული.
„ბარსელონაში“ იმედოვნებენ, რომ ანხელინოს შეძენას 30 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასში მოახერხებენ. ფეხბურთელს ოჯახური მიზეზების გამო ესპანეთში დაბრუნება სურს, რამაც შეიძლება ტრანსფერის ალბათობა გაზარდოს.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ანხელინომ „ლაიფციგის“ მაისურით ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი მიითვალა.