სხვა

15:57 | 18.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ბერულავამ და კარინა საფინამ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ბოლო წარმომადგენლები კარინა საფინა და ლუკა ბერულავა გამოვიდნენ და ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვეს.

ქართულმა დუეტმა მოკლე პროგრამაში 66.11 ქულა მიიღო, ტექნიკური ელემენტებისთვის 36.74 და პრეზენტაციისთვის 29.37, რაც საკმარისი გამოდგა 16 საუკეთესო წყვილს შორის მოსახვედრად. საბოლოო ჯამში მოკლედ პროგრამაში საფინასა და ბერულავას წყვილმა 18 მონაწილეს შორის მე-9 ადგილი დაიკავა.

საფინამ და ბერულავამ 9 დუეტს აჯობეს და 19 თებერვალს ძალებს ფინალში, თავისუფალ პროგრამაში მოსინჯავენ.

0.172428