„ტოტენჰენის“ მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, ჟურნალისტებს კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ ესაუბრა.
„იანვარში ოთხი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი წავიდა და ორი მოვიდა. ასე რომ, უკვე ქაღალდზეც ჩანს, გაძლიერების მაგიერ უფრო დავსუსტდით.
„ტოტენჰემი“ ახალგაზრდა მოთამაშეებს ეძებს, რათა ისინი განავითაროს და არა უკვე მზა ფეხბურთელებს. ამაშია საქმე.“ - ციტირებს კონტეს სიტყვებს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ზამთარში „დეზებმა“ „იუვენტუსიდან“ ორი ფეხბურთელი დაიმატეს. იჯარით აიყვანეს მცველი დეიან კულუშევსკი და 19 მილიონ ევროდ იყიდეს შუახაზელი როდრიგო ბენტანკური.
წავიდნენ: დელე ალი („ევერტონში“), ჯოვანი ლო ჩელსო („ვილიარეალში“), ბრაიან ჰილი („ვალენსიაში“) და ტანგაი ნდომბლე („ლიონში“).