ფეხბურთი

11:23 | 17.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

პეტი: „მესი საკუთარი თავის ლანდია“

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ემანუელ პეტიმ, ჟურნალისტებს „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის, ლიონელ მესის შესახებ გაუზიარა თავისი აზრი.

„დღეს ჩვენ იმ მესის ლანდს ვხედავთ, რომელსაც „ბარსელონაში“ ვიცნობდით. მაგრამ როცა „მანჩესტერ იუნაიტედში“ კრიშტიანუ რონალდუს ვუყურებ, აღარ მიკვირს.

რალფ რანგნიკმა გარისკა და ერთხელაც ის სათადარიგოთა სკამზე დასვა. შემდეგ პორტუგალიელი გამოვიდა და „ოლდ ტრაფორდზე“ „ბრაიტონს“ გაუტანა. ეგებ სკამს მესიზეც დადებითად ემოქმედა. მაგრამ დათანხმდება კი?“ - ციტირებს პეტის სიტყვებს RMC Sport.

შეგახსენებთ, რომ მესი „პარი სენ-ჟერმენში“ „ბარსელონადან“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა.

0.106066