„პარი სენ ჟერმენს“ ლისაბონის „სპორტინგიდან“ მარცხენა მცველის, ნუნუ მენდეშის გამოსყიდვა სურს. ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
19 წლის ფეხბურთელი პსჟ-ში ამჟამად იჯარით თამაშობს, მაგრამ ფრანგები მზად არიან „სპორტინგს“ მის გამოსასყიდად 40 მილიონი ევრო გადაუხადონ. პარიზელებმა პორტუგალიელ მცველთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმეს.
მენდეში „სპორტინგის“ აკადემიის აღზრდილია და „პარი სენ ჟერმენს“ გასულ ზაფხულს 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ იჯარით შეუერთდა. ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მან 15 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა.