პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე სამთო მოთხილამურე სოსო ჯაფარიძემ სლალომში 32-ე ადგილი დაიკავა.
ქართველმა სპორტსმენმა პირველ ცდაზე მანძილი 1:02:02 წუთში დაფარა და 41-ე საფეხურზე იყო, ხოლო მეორე ცდა მან 55:87 წამში გაიარა და 30-ე პოზიცია ერგო. ორი ცდის ჯამში სოსოს 1:57:89 წუთი დაუფიქსირდა და საბოლოოდ, 32-ე საფეხურზე გავიდა.
შეგახსენებთ, სოსო ჯაფარიძემ ზამთრის ოლიმპიადაზე პირველად იასპარეზა. ის რამდენიმე დღის წინ გიგანტურ სლალომში გამოვიდა, მაგრამ შედეგი ვერ დაფიქსირა, რადგან ფინიშამდე ვერ მივიდა.