ავტოსპორტი

1:12 | 16.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

„უილიამსმა“ ფერი ისევ იცვალა

„უილიამსმა“ თავისი ახალი ავტომობილის პრემიერა იუთუბის არხზე ჩაატარა. მაგრამ რეალური ავტომობილის ნაცვლად, შოუკარის თავის ფერში გაფორმებული ავტომობილი წარმოადგინა. გუნდი ახალი მანქანის ჩვენებას გეგმავდა, მაგრამ მასზე ელექტრონიკა დაზიანდა. სხვათა შორის, ის ავტომობილი კამუფლირებული უნდა ყოფილიყო, რადგან „უილიამსი“ ახალი ფორმის ჩვენებას მოგვიანებით აპირებდა.

ახალი ავტომობილის ინდექსია FW44. „უილიამსმა“ უარი თქვა თეთრ და ყვითელ ფერებზე. ავტომობილი მუქი და ღია ლურჯი ფერებით გაფორმდა. რაც მთავარია, ახალი სეზონიდან გუნდი „მერსედესისგან“ ძალური დანადგარის გარდა, ტრანსმისიას და უკანა საკიდარსაც მიიღებს.

„უილიამსის“ მანქანებით იასპარეზებენ კანადელი ნიკოლას ლატიფი და ტაილანდელი ალექს ალბონი, რომელმაც „მერსედესში“ გადასული ჯორჯ რასელი შეცვალა.

საინვესტიციო კომპანია „დორილტონის“ წყალობით, რომელიც ახლა გუნდის მფლობელია, „უილიამსმა“ ბოლო ადგილს თავი დააღწია და გასულ სეზონში, უკან მოიტოვა „ჰაასი“ და „ალფა რომეო“.

0.132104