ფეხბურთი

18:01 | 15.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

პეპე შესაძლოა 2-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს

პორტუგალიური „პორტუს“ მცველ პეპეს 2-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ამის მიზეზი ლისაბონის „სპორტინგის“ სპორტულ დირექტორ უგო ვიანაზე ფიზიკური თავდასხმაა.

ამ გუნდების შეხვედრის მიწურულს ფეხბურთელებსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო და პეპეც ერთ-ერთი მთავარი „გმირი“ გახლდათ.

მსაჯმა მოხსენების ბარათში ჩაწერა, რომ 38 წლის ფეხბურთელმა უგო ვიანას ხელი დაარტყა და პორტუგალიაში არსებული დებულებით კლუბის წარმომადგენლებსა და მენეჯერზე ფიზიკური შეურაცხყოფა 2 თვიდან 2-წლამდე დისკვალიფიკაციით ისჯება. საქმეს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს. პეპე და უგო ვიანა ერთმანეთს კარგად იცნობენ და პორტუგალიის ნაკრებშიც ერთად არაერთხელ უთამაშიათ.

შეგახსენებთ, „პორტუსა“ და „სპორტინგის“ მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, ჩხუბის გამო მსაჯმა 4 ფეხბურთელი გააძევა (მათ შორის, პეპე) – 2 „პორტუს“ და 2 „სპორტინგის“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114792