ფეხბურთი

11:19 | 15.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბონეკი: „შევჩენკო უკრაინის ნაკრების პიარისთვის იყო, გუნდს კი ტასოტი წვრთნიდა“

პოლონეთის საფეხბურთო კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეგენდარულმა ზბიგნევ ბონეკმა, ჟურნალისტებს უკრაინის ნაკრებისა და „ჯენოას“ ყოფილი მწვრთნელის, ანდრეი შევჩენკოს შესახებ გაუზიარა აზრი.

„საბედნიეროდ შევჩენკო არ გახდა პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი, რადგან უარესი გახლდათ წარმოდგენილი კანდიდატებიდან. ის უკრაინის ეროვნულ გუნდში არცთუ სახარბიელო პრაქტიკის შემდეგ ჩამოვიდოდა. თუმცა, ის უფრო უკრაინელების პიარისთვის იყო, რეალურად კი გუნდს მისი თანაშემწე, მაურო ტასოტი ამზადებდა.

„ჯენოაში“ 10-დან 7 თამაში წააგო. ასეთ „დაცხრილულ“ სპეციალისტს უნდა ეხელმძღვანელა პოლონელებისთვის რუსებთან უაღრესად მნიშვნელოვან ფლეი ოფის მატჩებში?

სოუზას წასვლის შემდეგ, ერთადერთ სწორ კანდიდატად პოლონელი მწვრთნელი მიმაჩნდა.“ - ციტირებს ბონეკის სიტყვებს Polsat Sport.

შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლოს პოლონელთა მთავარ მწვრთნელად სწორედ 52 წლის ადგილობრივი სპეციალისტი, ვარშავის „ლეგიის“ ყოფილი დამრიგებელი, ჩესლავ მიხნევიჩი დაინიშნა.

0.12669