ფეხბურთი

21:50 | 14.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

მიტროვიჩმა ჩემპიონშიფის რეკორდი გაიმეორა

ლონდონის „ფულჰემის“ თავდამსხმელ ალეკსანდრ მიტროვიჩს დიდებული სეზონი აქვს და ინგლისის ჩემპიონშიფში უკვე მოასწრო 31 გოლის გატანა, რითაც ტურნირის რეკორდი უკვე გაიმეორა.

ინგლისის ჩემპიონშიფში ერთ სეზონში 31 გოლი ივან ტონიმ გაიტანა, რომელმაც ეს გასულ სეზონში „ბრენტფორდის“ მაისურით შეძლო. თუმცა, მიტროვიჩს შეუძლია რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდეს, რადგან სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ 16 ტურია დარჩენილი და ცხადია, თავის გამოჩენა დიდი ალბათობით არ გაუჭირდება.

აქვე გეტყვით, რომ ალექსანდრ მიტროვიჩმა ჩემპიონშიფში 26 გოლი 2019-2020 წლების სეზონში გაიტანა და მაშინ ბომბარდირი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127219