იტალიის სერია A-ში 25-ე ტურის შემდეგ „მილანი“ გალიდერდა, რომელმაც შინ გენუის „სამპდორიას“ 1:0 მოუგო და „ინტერის“ წაფორხილებით ისარგებლა.
მატჩის შემდეგ „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იფიქროს.
„ლიდერის პოზიცია? უპირველეს ყოვლისა, უნდა დაველოდოთ „ბოლონიასთან“ „ინტერის“ მატჩს, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავზე ყურება უნდა გავაგრძელოთ, როგორც ყოველთვის ვამბობდი. იმისთვის ვმუშაობ, რომ რაზეც ღამით ვოცნებობ, რეალობად ვაქციო. ჩემპიონთა ლიგაზე რომ არ ვართ, ჩვენი უპირატესობაა? შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ძალიან ვწუხვართ, რომ ჩემპიონთა ლიგას გამოვეთიშეთ. არ ვფიქრობ, რომ შარშან „ინტერმა“ ჩემპიონობა მხოლოდ ამ ფაქტორით მოახერხა“, - თქვა პიოლიმ.
შეგახსენებთ, „მილანმა“ 55 ქულა დააგროვა და გალიდერდა, მაგრამ „ინტერს“, რომელსაც ქულით უსწრებს, თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.