ლორენცო ინსინიემ „ნაპოლის“ ყველა დროის ბომბარდირებში დიეგო არმანდო მარადონას გადაასწრო.
იტალიელმა შემტევმა „ინტერის“ კარი პენალტით დალაშქრა და მშობლიური კლუბის მაისურით 116-ე გოლი გაიტანა, ხოლო მარადონას აქტივში 1984-1991 წლებში 115 გოლია. ლორენცოს 116 გოლის გასატანად 420 შეხვედრის ჩატარება დაჭირდა.
ინსინიეს „ნაპოლის“ ყველა დროის გოლეადორთა შორის ორი ფეხბურთელი უსწრებს - დრის მერტენსი და მარეკ ჰამშიკი. ბელგიელის ანგარიშზე 144 გოლია, ხოლო სლოვაკის - 121.
შეგახსენებთ, ლორენცო ინსინიე „ნაპოლის“ აღზრდილია, მაგრამ კლუბში ბოლო სეზონს ატარებს, რადგან კანადურ „ტორონტოსთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა და 1 ივლისიდან MLS-ში ითამაშებს.