„ბარსელონას“ სევილიის „ბეტისის“ ფეხბურთელის, ნაბილ ფეკირის გადაბირება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Sport-ი ავრცელებს.
წყაროს თანახმად, ჟოან ლაპორტას ფრანგი ნახევარმცველი ძალიან მოსწონს და კატალონური კლუბი მზადაა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ანდალუსიურ კლუბს მის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ფეკირს „ბეტისთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მან მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.