მართალია, „ვილიარეალმა“ და „რეალმა“ ერთმანეთს ვერ გაუტანეს, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ცეცხლოვანი ნულები. გუნდებმა მაყურებელს საინტერესო ორთაბრძოლა აჩუქეს. თანაც ორი განსხვავებული ტაიმი.
პირველში მასპინძლები დომინირებდნენ, მეორეში კი სტუმრებმა აიწყვიტეს. ვილიარელელთა მეკარე, ხერონიმო რული, გმირობებს სჩადიოდა. ორჯერ კი უნაი ემერის გუნდი ხარიხამ გადაარჩინა. ერთხელ გარეთ ბეილის, მეორედ ლუკა იოვიჩის დარტყმების შემდეგ. საბოლოოდ - 0:0.
ასე დაკარგა ლიდერმა „რეალმა“ მნიშვნელოვანი ქულები და ახლა უახლოეს მდევარ „სევილიას“ მხოლოდ 4 პუნქტით უსწრებს.
„ვანდა მეტროპოლიტანოზე“ კი დიდი ამბები მოხდა. „ატლეტიკომ“ „ხეტაფეს“ უმასპინძლა და 4:3 დაამარცხა. ამ შეხვედრაში იყო ყველაფერი, გოლები, დუბლები, პენალტები, გაძევება. გარდა ამისა, ბასკმა მსაჯმა ბენგოეჩეამ რვა ფეხბურთელი გააფრთხილა. ჯერ ერთი გუნდი იგებდა, შემდეგ მეორე, მაგრამ ბოლოს ისევ პირველმა გაიმარჯვა.
უკვე მე-9 წუთზე ლუის სურესმა პენალტი ვერ გაიტანა, მეკარემ აუღო. 27-ე წუთისთვის მასპინძლები 2:0 იგებდნენ, მაგრამ ჯერ მაიორალმა გაიტანა ერთი საპასუხო, მერე ხუთი წუთის ინტერვალში უნალმა ორი პენალტი დაარტყა და სტუმრები დააწინაურა. უკვე წამატებულ წუთებზე „ატლეტიკომ“ კვლავ გაათანაბრა - 3:3, ასე დამთავდა ტაიმი.
შესვენების კვალად თამაში თითქოს დაწყნარდა, მაგრამ 58-ე წუთზე მსაჯმა მასპინძელი ფელიპე გააძევა მინდვრიდან უხეშობისთვის. ამის შემდეგ „ატლეტიკოს“ თავი დიდად აღარ გამოუდია შეტევაში, თუმცა სტუმრებიც ფრთხილობდნენ. თითქოს ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ კაცნაკლულმა მასპინძლებმა ერთიც გაიბრძოლეს და ერმოსომ გამარჯვებისა მაინც შეაგდო.
„ატლეტიკო“ ისევ მეოთხე ადგილზე დადგა და ჩემპიონთა ლიგის ზონისთვს ბრძოლას აგრძელებს.
ესპანეთი
პრიმერა დივიზიონი
24-ე ტური. 12 თებერვალი
ვილიარეალი - რეალი 0:0
ვილიარეალი. „ესტადიო დე ლა კერამიკა“
ვილიარეალი: რული, ფოიტი, ალბიოლი, პაუ ტორესი, პედრასა (ესტუპინიანი 75), პარეხო, იბორა (ტრიგეროსი 67), ლო ჩელსო (ორიე 87), ჩუკვეზე (პინო 74), მორენო, გრუნეველდი (დია 67)
მწვრთნელი: უნაი ემერი
რეალი: კურტუა, კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მარსელო (ნაჩო 82) , კაზემირო, კროოსი, ვალვერდე (მოდრიჩი 78), ბეილი (იოვიჩი 74), ასენსიო (როდრიგო 78), ვინისიუსი (აზარი 82)
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
მსაჯი: ხოსე მარტინესი
გაფრთხილება: ფოიტი (23), ალბიოლი (51); მილიტაო (23), ასენსიო (29), ბეილი (45+2), კაზემირო (88)
ატლეტიკო - ხეტაფე 4:3
მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“
1:0 კორეა (19), 2:0 კუნია (27), 2:1 მაიორალი (30), 2:2, 2:3 უნალი (37 პენ, 42 პენ), 3:3 კორეა (45+4), 4:3 ერმოსო (89)
მე-9 წუთზე სუარესმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)
ატლეტიკო: ობლაკი, ლორენტე, სავიჩი, ფელიპე, მანდავა, კოკე, კონდოგბია (დე პაული 74), კორეა (ვრსალკო 74), ლემარი (ერერა 90+2), ლუის სუარესი (ერმოსო 60), კუნია (ფელიში 74)
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
ხეტაფე: სორია, დამიან სუარესი, დაკონამი, მიტროვიჩი (მატა 76), კუენკა, იანკიტო (სილვა 81), არამბარი, მაკსიმოვიჩი, როდრიგესი (ვილარი 81), მაიორალი, უნალი (იოკუშლუ 55)
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი
მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა
გართხილება: სავიჩი (3), ლეკომტი (13 მოედანს გარეთ), ლუის სუარესი (45+2), კოკე (45); დაკონამი (15), მაკსიმოვიჩი (15), არამბარი (22), სილვა (90+5)
გაძევება: ფელიპე (58)
კადისი - სელტა 0:0
85-ე წუთზე მინამ (სელტა) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
რაიო ვალეკანო - ოსასუნა 0:3
0:1 მონკაიოლა (8), 0:2 რუბენ გარსია (40), 0:3 კიკე გარსია (90+3)