ფეხბურთი

10:27 | 13.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

სილესენს ისევ ტრავმა აქვს და მამარდაშვილს ძირითად შემადგენლობაში ელოდებიან

ესპანეთის ლა ლიგის 24-ე ტურში „ვალენსია“ „ალავესს“ ესტუმრება და გიორგი მამარდაშვილი სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში იქნება. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი ამაზე მიანიშნებს, მათ შორის, ესპანური პრესაც ვარაუდობს, რომ ხოსე ბორდალასი 21 წლის ქართველს ენდობა.

„ვალენსიას“ მთავარი მეკარე იასპერ სილესენი ტრავმირებულია. ის მთელი კვირის განმავლობაში გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, მაგრამ ბოლო საწვრთნელი პროცესი გამოტოვა და ახლა სამედიცინო ტესტის პასუხს ელოდებიან. ნიდერლანდელი დღეს ნამდვილად არ ითამაშებს და ბორდალასს ორი არჩევანი აქვს - მამარდაშვილი ან ხაუმე დომენეკი.

ბოლო ორ მატჩში ის გიორგის ენდო, ჯერ ლა ლიგაში „სოსიედადთან“ და მერე ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ბილბაოსთან“. მას არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ ამჯერად არჩევანი ხაუმეზე გააკეთოს.

მიმდინარე სეზონში მამარდაშვილს ყველა ტურნირზე 8 მატჩი აქვს ჩატარებული, 7 ლა ლიგაში და 1 ესპანეთის თასზე. „ალავესი“ – „ვალენსიას“ შეხვედრა დღეს, 17:00 საათზე დაიწყება.

0.113442