ფეხბურთი

12:50 | 12.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

რალფ რანგნიკი: „რონალდუმ უფრო მეტი გოლი უნდა გაიტანოს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუსგან ის უფრო მეტ გოლს ელოდება, ვიდრე აქამდე პორტუგალიელმა გაიტანა. თუმცა, გერმანელ სპეციალისტს ესმის, რომ ეს პრობლემა მხოლოდ კრიშტიანუს არ უკავშირდება.

„კრიშტიანუ რონალდუმ მეტი გოლი უნდა გაიტანოს, ეს ცხადია, მაგრამ ეს მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული. ბევრ მომენტს ვქმნით, თუმცა საკმარისად ვერ ვიტანთ. ეს არ არის მხოლოდ კრიშტიანუს პრობლემა, ეს ეხება სხვებსაც, ცოტა გოლს ვიტანთ.

კრიზისი უფრო შედეგების მხრივ გვაქვს, ვიდრე თამაშის ხარისხის კუთხით. გავიზარდეთ და ეს ფეხბურთელებმა იციან, ახლა მათ სიმშვიდე არ უნდა დაკარგონ და ვიმედოვნებ, რომ მომდევნო მატჩიდან შევძლებთ მომენტების რეალიზებას იმ შანსებიდან, რასაც ვქმნით“, - თქვა რანგნიკმა.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ 2022 წელს თავი არ გამოუჩენია. მას 5-მატჩიანი უგოლო სერია აქვს, რაც 2010 წლის შემდეგ მის კარიერაში პირველად მოხდა.

0.112981