საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მარცხენა გარემარბმა ტეო ერნანდესმა "მილანთან" კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2026 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია "როსონერის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ერნანდესს ახალი ხელშეკრულების მიხედვით ხელფასი გაუსამმაგდება და წელიწადში 4.5 მილიონ ევროს მიიღებს. ტეო "მილანმა" 2019 წელს "რეალიდან" დაიმატა. მას შემდეგ ფეხბურთელმა 108 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 19 გოლი და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.