ტურინის "იუვენტუსის" ბრაზილიელი შემტევი დუგლას კოსტა კარიერას "ლოს ანჯელეს გალაქსიში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
კოსტა "იუვენტუსიდან" "გრემიოში" იყო განათხოვრეული და ნახევარი წლის შემდეგ MLS-ის კლუბში ასევე იჯარით გადავიდა. 2022 წლის ივლისში კი დუგლასი თავისუფალი აგენტი გახდება და "გალაქსისთან" წელიწადნახევრიან კონტრაქტს გააფორმებს.
ბრაზილიელი ფეხბურთელი წლების განმავლობაში "იუვენტუსის" რიგებში თამაშობდა. იტალიური გუნდის მაისურით კოსტამ 103 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.