გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაშია. 21 წლის ქართველ მეკარეს ხოსე ბორდალასი ისევ ენდო და ესპანეთის თასის ნახევარფინალში დაეყრდნობა.
„ღამურები“ ბილბაოს „ატლეტიკს“ სტუმრად „სან მამესზე“ შეხვდებიან, მატჩი 00:30 საათზე დაიწყება. აქამდე თასზე ხაუმე დომენეკი თამაშობდა, მაგრამ ლა ლიგის ბოლო ტურში „სოსიედადთან“ გიორგის კარგმა თამაშმა, როგორც ჩანს, ბორდალასს გადაწყვეტილება შეაცვლევინა.
შეგახსენებთ, ესპანეთის თასის ნახევარფინალი ორმატჩიანია და საპასუხო შეხვედრა „მესტალიაზე“ გაიმართება. მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 7 მატჩი აქვს ჩატარებული.