ფეხბურთი

17:59 | 10.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტეო ერნანდესი "მილანთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

იტალიური „მილანი“ ტეო ერნანდესს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. Corriere Dello Sport-ის ცნობით, მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და ინფორმაცია ოფიციალურად უახლოეს მომავალში დადასტურდება.

ფრანგი მცველის კონტრაქტს ვადა 2024 წელს გასდის, მაგრამ მას 2026 წლამდე განაახლებს. გარიგების თანახმად, გაიზრდება 24 წლის ფეხბურთელის ხელფასიც, რომელიც ახლა 1.5 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ განახლებული პირობებით მისი ხელფასი 4.5 მილიონი ევრო, პლუს ბონუსები იქნება.

შეგახსენებთ, ტეო ერნანდესი „მილანმა“ 2019 წელს მადრიდის „რეალიდან“ დაიმატა და მას შემდეგ „როსონერის“ რიგებში ჩატარებულ 108 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133687