ფეხბურთი

11:49 | 10.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსიში“ იმედოვნებენ, რომ ტუხელი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისთვის დაბრუნდება

„ჩელსიში“ იმედოვნებენ, რომ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისთვის, მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი, კორონავირუსს დაძლევს და გუნდს მინდორზე გაუძღვება.

„ვიმედოვნებთ, რომ ტომასი მალე დაძლევს ვირუსს და ფრენის საშუალება მიეცემა. ამჟამად ის თვითიზოლაციაშია და ყველა რეგულაციას იცავს. ყოველდღე უტარდება PCR ტესტები და როგორც კი უარყოფითი პასუხი ექნება, მის გადაფრენაზე ვიზრუნებთ. გვჯერა, რომ ფინალურ მატჩზე დასწრებას შეძლებს.“ - ციტირებს „ჩელსის“ მწვრთნელის, ჟოლტ ლიოვის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ნახევარფინალში „ჩელსიმ“ საუდის არაბული „ალ-აჰლი“ 1:0 დაამარცხა და შაბათს, ფინალში, ბრაზილიურ „პალმეირასს შეხვდება.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი საუდის არაბეთში ტარდება.

0.121867