სხვა

1:41 | 10.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

პეტრა ვლჰოვა სლალომში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

პეტრა ვლჰოვამ ქალთა შორის სლალომის რბოლა მოიგო და სლოვაკიას სამთო თხილამურობაში, პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოუპოვა. ფერდობ „ყინულოვან მდინარეზე“ გამართულ უშეღავათო ბრძოლაში, ვლჰოვამ 0.08 წამით აჯობა ავსტრიელ კატარინა ლინსბერგერს, ბრინჯაოს მედალი კი შვეიცარიელმა ვენდი ჰოლდენერმა მოიპოვა, ვისაც მეორე ადგილამდე 0.04 წამი დააკლდა.

განსაკუთრებით რთული პირველი ცდა გამოდგა, რომელზეც ვლჰოვას მერვე დრო ჰქონდა. ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა კი ფინიშსაც ვერ მიაღწია. პირველ ცდაზე საუკეთესო იყო გერმანელი ლენა დუერი, მაგრამ ორი ცდის ჯამში, მას კვარცხლბეკამდე ცოტა დააკლდა.

პირველი ცდის შემდეგ, მესამე ადგილზე იყო შვედი სარა ჰექტორი, ვინც გიგანტურ სლალომში ოქროს მედალს დაეუფლა. მეორე ცდაზე მას გამრჯვების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ფინიშთან ახლოს, გასასვლელს ასცდა.

შიფრინმა, ვინც ალსლომში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია, ფერდობზე მხოლოდ ხუთი წამი დაჰყო და მალევე შეცდა. ის გიგანტური სლალომის რბოლასაც გამოეთიშა.

ვლჰოვამ გასულ სეზონში ბროლის დიდი გლობუსი მოიგო და მიმდინარე სეზონში, სლალომის ჩათვლაში ლიდერობს. პეკინში მოპოვებული ოქრო, მის კარიერაში პირველი ოლიმპიური მედალია. წინა ორ ოლიმპიადაზე ის უმედლოდ დარჩა.

0.118217