ფეხბურთი

17:37 | 9.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა სავარაუდოდ პსჟ-სთან პირველ მატჩს გამოტოვებს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ შესაძლოა „პარი სენ ჟერმენის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი გამოტოვოს.

ფრანგ ფეხბურთელს ბარძაყის ტრავმა აქვს და გუნდთან ერთად ვარჯიში ჯერაც არ დაუწყია. Marca-ს ცნობით, საეჭვოა, რომ ბენზემამ პსჟ-სთან მატჩამდე გამოჯანმრთელება მოასწროს.

მიმდინარე სეზონში კარიმმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.

შეგახსენებთ, „რეალი“ - პსჟ-ს პირველი მატჩი 15 თებერვალს პარიზში, ხოლო საპასუხო 9 მარტს, მადრიდში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113292