რაგბი

17:04 | 9.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლურში ოთხი ქართველი მორაგბე მოხვდა

რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე პირველი ტურის შემდეგ, კვირის სიმბოლური გუნდი გამოქვეყნდა, რომელშიც 4 ქართველი მორაგბე მოხვდა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის სადებიუტო შეხვედრა პორტუგალიასთან ჩაატარა და დაძაბული შეხვედრა ფრედ - 25:25 დასრულდა.

15 საუკეთესო მოთამაშეს შორის, საქართველო - პორტუგალიის მატჩიდან ფრანსისკო ისაკმა 7 მორაგბე გამოარჩია. „ბორჯღალოსნებიდან“ ბექა გიგაშვილთან ერთად სანდრო მამამთავრიშვილი, გელა აფრასიძე და აკა ტაბუცაძე გამოირჩნენ, ხოლო პორტუგალიელთაგან ფერნანდეში, მადეირა და უსარაგა.

ტაბუცაძემ პორტუგალიასთან თავის მე-13 ლელო გაიტანა და მოქმედ ბორჯღალოსნებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

გეტყვით, რომ სიმბოლუურში კიდევ ერთი ქართველი მორაგბე - ოთარ გიორგაძე მოხვდა, მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, 12 თებერვალს, სტუმრად ნიდერლანდების გუნდს შეხვდება. აღნიშნული ტურნირის შედეგები გასული რაგბი ევროპის ჩემპიონატის შედეგებს დაემატება და დაჯამებული ქულებით 2 საუკეთესო ნაკრები - 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებს. საქართველოს მიმდინარე გათამაშებაზე 2 ქულა აქვს და პორტუგალიასთან ერთად მე-3 მე-4 ადგილებს იყოფს. თუმცა, დაჯამებული შედეგებით 26 ქულით ლიდერია. მეორე ადგილზე კი 18 ქულით რუმინეთის ნაკრები იმყოფება.

0.11862