სხვა

12:37 | 9.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

წიკლაურმა ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა, ჩემპიონი სლოვაკი მოთხილამურე გახდა

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაურმა, სლალომში მონაწილეობა 42-ე ადგილზე დაასრულა. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ერთ-ერთმა მედროშემ დღეს ტრასაზე ორი დაშვება განახორციელა.

პირველი დაშვებისას ჩვენებურმა ტრასა 1:00:11 წამში დაფარა და 47-ე შედეგი დააფიქსირა, ხოლო მეორე ცდაზე 1:00:37 წამი დასჭირდა თუმცა, შედეგი 5 პოზიციით გააუმჯობესა და ჯამური 2:00:48 წამით საბოლოო, 42-ე შედეგი დააფიქსირა.

დღეს გამოსული 50 სპორტსმენიდან, წიკლაურმმა 8 მონაწილეს აჯობა. საუკეთესო შედეგი კი ორი დაშვების ჯამში 1:44:98 წუთით სლოვაკმა მოთხილამურე - პეტრა ვლიგოვამ აჩვენა.

ნინოსთვის ეს მე-4 ოლიმპიადა იყო, დღეს დაფიქსირებულ შედეგზე უკეთესი მაჩვენებელი კი გასულ ოლიმპიადაზე ჰქონდა - 39-ე ადგილი.

ქართველმა მიმდინარე ოლიმპიადაზე გიგანტურ სლალომშიც იასპარეზა და 34-ე ადგილი დაიკავა. მომდევნო დღეებში კი კიდევ ერთი სამთო მოთხილამურე, სოსო ჯაფარიძე, გამოვა.

0.61828