ბრაზილიური „პალმეირასი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველი ფინალისტია. აბელ ფერეირას გუნდმა ნახევარფინალში ეგვიპტური „ალ აჰლი“ დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.
კოპა ლიბერტადორესის მოქმედი ჩემპიონი 39-ე წუთზე რაფაელ ვეიგამ დააწინაურა და ტაიმი სამხრეთამერიკელებმა 1:0 მოიგეს. ვეიგამ მეორე ტაიმის დასაწყისში გოლს საგოლე პასი დაუმატა და ამჯერად გატანაში დუდუს დაეხმარა.
ეგვიპტელებს 40 წუთი ჰქონდათ ვითარების შესაცვლელად, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს, გარდა იმისა, რომ 71-ე წუთზე გაიტანეს, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გაუქმდა და „ალ-აჰლიმ“ მარცხი განიცადა. ამრიგად, „პალმეირასი“ პირველად ითამაშა ამ ტურნირის ფინალში.
აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეორე ფინალისტი 9 თებერვალს გაირკვევა, როდესაც ლონდონის „ჩელსი“ საუდის არაბეთის კლუბს, „ალ ჰილალს“ დაუპირისპირდება.