„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, უეინ რუნიმ, „ამაზონის“ დოკუმენტურ ფილმში მანკუნიანელების ბოლო ჩემპიონობა გაიხსენა.
ბოლოს პრემიერლიგა „მანჩესტერმა“ 2013 წელს მოიგო, სერ ალექს ფერგიუსონის მთავარმწვრთნელობის უკანასკნელ სეზონში.
„2013 წელს არცთუ ძლიერი გუნდი გვყავდა. ის გამარჯვება მართლაც სასწაულს ჰგავდა. მაშინ წარმატებაში დიდი წვლილი ვან პერსიმ შეიტანა. ბევრი გოლები გაჰქონდა.
მისი მოწვევა მწვრთნელის გენიალური სვლა იყო. ვან პერსი უკვე ასაკში გახლდათ, თუმცა ძალიან მოტივირებული ჩანდა.“ - ციტირებს რუნის სიტყვებს Sportskeeda.