ეგვიპტელმა თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა, „ლივერპულის“ ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მზადაა, დღეს, 8 თებერვალს, ვარჯიშები განაახლოს.
ეგვიპტელი ფეხბურთელი ახლახანდამთავრებულ აფრიკის ერთა თასის გათამაშებაში მონაწილეობდა, თუმცა უკვე დაბრუნდა ინგლისში და პრემიერლიგის 24-ე ტურის მატჩში სურს მონაწილეობის მიღება „ლესტერის“ წინააღმდეგ, რომელიც 10 თებერვალს გაიმართება „ენფილდზე.“
The Times-ის ცნობით, „ლივერპული“ მას სპეციალური, ინდივიდუალურად შერჩეული პროგრამით ავარჯიშებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სალაჰის ეგვიპტემ აფრიკის ერთა თასის ფინალში სენეგალთან პენალტების სერიაში წააგო (2:4). სალაჰმა ტურნირის შვიდივე შეხვედრაში ითამაშა. მათ შორის, ფლეი ოფის ოთხ მატჩში, რომლებიც თითოეული 120 წუთს გაგრძელდა. „ლივერპულის“ ფორვარდმა ორი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.