ფეხბურთი

10:52 | 8.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

მანემ გაამხილა, რა უთხრა სალაჰს ფინალური მატჩის შემდეგ

აფრიკის ეროვნებათა თასის ფინალური მატჩის შემდეგ, რიმელშიც სენეგალმა ეგვიპტეს პენალტების სერიაში მოუგო (4:2), სენეგალელთა ლიდერმა, სადიო მანემ თავის ლივერპულელ თანაგუნდელს, მოჰამედ სალაჰს ხელი გადახვია და აწყნარებდა. ამ კადრმა მსოფლიოს სააგენტოები მოიარა.

„ვუთხარი, რომ ის კვლავ რჩება დიდებულ ფეხბურთელად. ყველაფერი გააკეთა თავისი ქვეყნის ნაკრებისთვის და მსიამოვნებს მასთან ერთად „ლივერპულში“ თამაში. მოს დიდ პატივს ვცემ.

ვუთხარი, რომ წაგება არ ნიშნავს თითქოს ყველაფერი დასრულდა. კიდევ შეეძლება უამრავი ჯილდოს მოგება, მათ შორის, აფრიკის თასისა 2023 წელს. ეგვიპტელებს ახალგაზრდა გუნდი ჰყავთ და გამორიცხულ არაფერია.“ - ციტირებს მანეს სიტყვებს beIN Sports.

შეგახსენებთ, რომ მანემ ახლახანდამთავრებული აფრიკის ერთა თასის გათამაშებაზე, სენეგალელთა შემადგენლობაში შვიდივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. ფინალის შემდეგ კი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

0.119024