ფეხბურთი

22:05 | 7.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერის" გულშემატკივარმა "ნოტინგემის" ფეხბურთელებთან მოედანზე იჩხუბა

ინგლისური „ლესტერის“ ხელმძღვანელობამ კლუბის ერთ-ერთ გულშემატკივარს მთელი ცხოვრების განმავლობაში, როგორც საშინაო, ისე საგარეო მატჩებზე დასწრება აუკრძალა.

ინგლისის თასის 1/16-ფინალში „ლესტერი“ „ნოტინგემ ფორესტთან“ სტუმრად 1:4 დამარცხდა და ერთ-ერთი გოლის შემდეგ „მელიების“ ქომაგი სტადიონზე შეიჭრა და „ნოტინგემის“ ფეხბურთელებს ფიზიკურად გაუსწორდა, მაგრამ მალევე სტიუარდებმა სიტუაცია განმუხტეს.

„ჩვენი კლუბი აღშფოთებულია ამ საქციელით და ბოდიშს უხდის, „ნოტინგემსა“ და მის მოთამაშეებს. მივესალმებით სტიუარდების სწრაფ მოქმედებას, რომლებმაც შეაჩერეს თავდამსხმელი, რომელსაც სამუდამოდ აეკრძალება, ჩვენი გუნდის, როგორც საშინაო, ისე საგარეო მატჩებზე დასწრება“, - ნათქვამია „ლესტერის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, „ნოტინგემ ფორესტმა“ „ლესტერს“ 4:1 მოუგო და ინგლისის თასის მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

0.113579