ფეხბურთი

21:30 | 7.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

კიევის "დინამოს" პრეზიდენტი: "წიტაიშვილში MLS-ს კლუბმა 3 მილიონი შემოგვთავაზა"

კიევის „დინამოს“ პრეზიდენტმა იგორ სურკისმა განაცხადა, რომ გიორგი წიტაიშვილის ყიდვა MLS-ს კლუბს სურდა და 3 მილიონ ევროსაც იხდიდა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელის გაშვებაზე უარი თქვა.

„MLS-დან ძალიან კარგი წინადადება მივიღეთ წიტაიშვილზე. 3 მილიონ დოლარამდე შემოგვთავაზეს, მაგრამ დავარწმუნე, რომ დარჩენილიყო უკრაინის ჩემპიონატში განსავითარებლად, რადგან აქ „დინამოს“ მწვრთნელების ყურადღების ქვეშაა“, - თქვა სურკისმა.

შეგახსენებთ, რომ კიევის „დინამოს“ გიორგი წიტაიშვილი „ჩერნომორეცში“ ჰყავს განათხოვრებული და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116404