სხვა

15:00 | 7.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნინო წიკლაურმა ზამთრის ოლიმპიადაზე პირადი საუკეთესო შედეგი აჩვენა

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაურმა იასპარეზა და პირადი რეკორდი დაამყარა.

მან გიგანტურ სლალომში პირველ ცდაზე 1:04.49 წუთი დააფიქსირა და 41-ე ადგილი აჩვენა, ხოლო მეორე ცდაზე 1:05:38 წუთი 35-ე საფეხური ერგო. შედეგად, ჯამური მაჩვენებლებით 2:09.87 წუთი დაუფიქსირდა და 34-ე ადგილი დაიკავა, რითაც ორ ცდის ჯამში 15 სპორტსმენს აჯობა.

აღსანიშნავია, რომ წიკლაურმა ზამთრის ოლიმპიადაზე მეოთხედ იასპარეზა და 34-ე ადგილი მისი საუკეთესო შედეგია.

0.11488