ფეხბურთი

11:44 | 7.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

სებასტიან ჯოვინკო 7-წლიანი პაუზის შემდეგ სერია A-ში ითამაშებს

სებასტიან ჯოვინკო ზუსტად 7-წლიანი პაუზის შემდეგ სამშობლოში ბრუნდება და კარიერას გენუის „სამპდორიაში“ გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

გენუელებს „სასუოლოსთან“ (4:0) ბოლო ტურის მატჩში თავდამსხმელი მანოლო გაბიადინი დაუშავდათ, რის გამოც მისი შემცვლელის დამატება გადაწყვიტეს, ჯოვინკო კი თავისუფალი აგენტია და შეთანხმება შედგა. 35 წლის შემტევს გენუაში დღეს ელოდებიან.

„სება“ ბოლოს საუდის არაბეთში „ალ ჰილალის“ ღირსებას იცავდა, ხოლო 2015-2019 წლებში „ტორონტოს“ რიგებში ჩატარებულ 142 თამაშში 83 გოლი გაიტანა. სებასტიან ჯოვინკო „იუვენტუსის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 2008-2010 და 2012-2015 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდში მან ტურინელთა მაისურით 129 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა. ჯოვინკოს ასევე უთამაშია „ემპოლისა“ და „პარმაში“, იტალიის ნაკრებში კი 23 შეხვედრაში 1 გოლით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114553