სხვა

18:11 | 6.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

საბა ქუმარიტაშვილმა ოლიმპიადაზე 31-ე ადგილი დაიკავა

პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე მოციგავე საბა ქუმარიტაშვილმა 31-ე ადგილი დაიკავა. 21 წლის ქართველმა სპორტსმენმა დღეს მესამე დაშვება შეასრულა.

შედეგად, საბამ სამი ცდიდან საუკეთესო შედეგი აჩვენა - 1:00:036 წუთი და სამ მოციგავეს აჯობა. მთლიანობაში საბამ დისტანცია სამივე დაშვების შედეგად 3:00:393 წუთში დაფარა და გაუსწრო იაპონელ სეია კობაიაშის, სამხრეთკორეელ ნამკიუ ლიმსა და ბოსნიელ მირზა ნიკოლაეივს.

ქუმარიტაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონ გერმანელ იოჰანეს ლიდვიგს თითქმის 9 წამით ჩამორჩა. ვთქვათ იცის, რომ ვერცხლის მედალი ავსტრიელმა ვოლფგანგ კინდლმა, ბრინჯაო კი იტალიელმა დომინიკ ფიშნალერმა მოიგო.

შეგახსენებთ, საბა ქუმარიტაშვილმა ოლიმპიადაზე პირველად იასპარეზა და აგრეთვე, ციგაობაში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი იყო.

0.132603