ფეხბურთი

16:52 | 6.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა

ოთხთვიანი პაუზის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა. 21 წლის ქართველი მეკარე "ღამურების" კარს ლა ლიგის 23-ე ტურში "სოსიედადთან" შეხვედრაში დაიცავს.

გიორგიმ ბოლოს ძირითადში სექტემბრის მიწურულს, "სევილიასთან" ითამაშა და მას შემდეგ მოედანზე არ გამოჩენა. ქართველ კიპერს მიმდინარე სეზონში 6 მატჩი აქვს ჩატარებული და ორჯერ კარი მშრალად შეინახა.

აქვე გეტყვით, რომ "ვალენსიასა" და "სოსიედადის" მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

0.147701