ფეხბურთი

13:37 | 6.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი: "მილანთან" ვდომინირებდით, მაგრამ ფეხბურთი ასეთია"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „მილანთან“ მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მისი გუნდი უპირატესობას ფლობდა და მარცხს არ იმსახურებდა.

"ეს ფეხბურთია. ჩვენ ყველანაირად ვდომინირებდით. „მილანს“ პირველი გოლის დროს გაუმართლა, მეორეში კი ჭკვიანურად ითამაშა. მატჩის 60 წუთის განმავლობაში ჩვენ დომინანტები ვიყავით. ვფიქრობ, მათი პირველი გოლის მომენტში ალექსის სანჩესზე ჯარიმა იყო.

ბოლო 25 წუთში სიტუაციაზე კონტროლი დავკარგეთ და თამაში უფრო ღია იყო. ვიცით, რომ დამარცხება მტკივნეულია, მაგრამ ძლიერმა გუნდებმა უნდა შეძლონ თავიანთი შეცდომების გაანალიზება. ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია დერბი, წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ ეს ფეხბურთია.

იმ მომენტამდე, როცა „მილანმა“ გაათანაბრა, ჩვენ მათ პრაქტიკულად არაფრის უფლებას არ ვაძლევდით. ეს არის რთული, მაგრამ ღირებული გაკვეთილი, რომელიც მოგვცემს უფრო მეტად გვასწავლის, როგორ დავასრულოთ თამაშები ადრე, რათა აღარ აღმოვჩნდეთ ამ სიტუაციაში", - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, „ინტერი“ „მილანს“ 1 ქულით ისევ უსწრებს და თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099269