ფეხბურთი

1:18 | 6.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკული ბრინჯაო კამერუნისაა

უხვგოლიანი გამოდგა აფრიკის ერთა თასის გათამაშების მე-3 ადგილისთვის მატჩი. კამერუნსა და ბურკინა ფასოს შორის. მეორე ტაიმის დასაწყისისვის მასპინძელი კამერუნელები 0:3 აგებდნენ. ბურკინაფასოელთაგან თავი სტივ იაგომ და ჯიბრილ უატარამ გამოიჩინეს. ერთიც მასპინძელთა მეკარე ანდრე ონანამ გაიტანა საკუთარ კარში.

მაგრამ დაბრუნებაც ამას ჰქვია, ჯერ სტეფან ბაოკენმა შეაგდო ერთი საპასუხო, შემდეგ კი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი (8 გოლი), ვენსან აბუბაქარი აბობოქრდა, დუბლი მიითვალა და ანგარიში გათანაბრდა - 3:3.

ყველაფერი მატჩისშემდგომ პენალტებამდე მივიდა, რომელიც კამერუნელებმა უკეთ შეასრულეს (5:3) და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ტურნირის ფინალში კი კვირას, 6 თებერვალს, იაუნდეში ეგვიპტე სენეგალს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.129238