ფეხბურთი

0:23 | 6.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

კაფუ: „მიკვირს, ნეიმარმა დღემდე როგორ ვერ მოიგო „ოქროს ბურთი“

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, კაფუმ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა თანამემამულე ნეიმარის შესახებ.

„მიკვირს. ვფიქრობ, ნეიმარს მსოფლიო ჩემპიონობა არ სჭირდება „ოქროს ბურთის“ მოსაგებად. ეს პრიზი მას თავისი ოსტატობის გამო ეკუთვნის.

მართალია, ახლა ტრავმირებულია და დღეისათვის მასზე კარგი მოთამაშეებიც არიან.“ - ციტირებს კაფუს სიტყვებს Marca.

ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ფრანგული ლიგა 1-ის 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 3 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა.

ბრაზილიის ნაკრებში 2010 წლიდან იძახებენ. 2016 წელს ის „სელესაოსთან“ ერთად ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

0.120022