ფეხბურთი

15:52 | 5.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატის დროს სერია A-ს კლუბები აშშ-ში ცალკე ტურნირს ქმნიან

იტალიის სერია A-ს კლუბებმა შესაძლოა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პერიოდში აშშ-ში ახალ ტურნირში ითამაშონ.

ლეგა კალჩოს ხელმძღვანელობა სერიოზულად ფიქრობს, რომ იმ პერიოდში, როდესაც ყატარში მუნდიალი იქნება, სერია A-ს 20 კლუბს ნიუ-იორკში მოუყაროს თავი, სადაც მინი ტურნირს ითამაშებენ. სავარაუდოდ, გუნდები იმ დროისთვის არსებული სატურნირო ცხრილის მიხედვით ჯგუფებში გადანაწილდებიან, მერე კი ასპარეზობას მეოთხედფინალიდან პლეი-ოფის სისტემით გააგრძელებენ.

პროექტი ჯერ დამტკიცებული არ არის, მაგრამ მას მხარს კლუბებიც უჭერენ. საქმეს ისიც ამარტივებს, რომ 2022 წლის 13 ნოემბრიდან 2023 წლის იანვრამდე საკლუბო ფეხბურთში პაუზა იქნება და კლუბებმა არ იციან თითქმის ორთვიანი თავისუფალი პერიოდი როგორ შეავსონ. ამდენად, ახალი პროექტი მათთვის ჩინებული ალტერნატივა იქნება, როგორც სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად, ისე ფინანსურად.

შეგახსენებთ, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ყატარში 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება, ევროპის მოქმედ ჩემპიონ იტალიის ნაკრებს კი ფინალური ეტაპის საგზური ჯერ არ მოუპოვებია და მარტში პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს, თანაც ძალიან მძიმე ჯგუფში - ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში სტუმრად ან პორტუგალიას, ან თურქეთს გაეჯიბრება.

თეგებისერია A
0.113572