სხვა

17:25 | 4.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზამთრის ოლიმპიადა გაიხსნა, საქართველოს დელეგაციას ნინო წიკლაური და მორის ყვითელაშვილი წარუძღვნენ (+VIDEO)

პეკინში ზამთრის XXIV ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა და პეკინის ოლიმპიურ სტადიონზე მაყურებლის წინაშე საქართველოს ნაკრებიც წარსდგა .

საქართველოს დელეგაციას მედროშეები: მოციგურავე მორის ყვითელაშვილი და მოთხილამურე ნინო წიკლაური იყვნენ.

ჩვენი ქვეყანა მიმდინარე ოლიმპიადაზე 9 სპორტსმენით გამოდის და დღეს დილით ასპარეზობაში მოციგურავეები უკვე ჩაერთვნენ. ეს კი საქართველოსთვის მე-8 და სარეკორდო ზამთრის ოლიმპიადაა, რადგან აქამდე 9 სპორტსმენი არასოდეს გვყოლია.

ზამთრის ოლიმპიადა 4-დან 20 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 95 ქვეყნის 4 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს.

1. მორის ყვითელაშვილი - ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (კაცები).

2. ანასტასია გუბანოვა - ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (ქალები).

3. მარია კაზაკოვა/გიორგი რევია - ფიგურული ციგურაობა, ყინულზე ცეკვა (შერეული წყვილები).

4. კარინა საფინა/ლუკა ბერულავა - ფიგურული ციგურაობა, სპორტული სრიალი (შერეული წყვილები).

5. ნინო წიკლაური - სამთო თხილამურობა.

6. სოსო ჯაფარიძე - სამთო თხილამურობა.

7. საბა ქუმარიტაშვილი - ციგაობა.

აქვე გეტყვით, რომ ყველაზე დიდი კონტინგენტი - 224 შეერთებულ შტატებს ჰყავს, შემდეგ 215 სპორტსმენის მოდის კანადა, ხოლო რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი 212 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

0.127242