ფეხბურთი

16:57 | 4.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გარეთ ბეილმა ედენ აზარს ანჩელოტის გადაწყვეტილების გამო დასცინა (+VIDEO)

მადრიდის „რეალი“ ესპანეთის თასის მეოთხედფინალში ბილბაოს „ატლეტიკთან“ დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს გარეთ ბეილს დიდად ადარდებს.

კამერებმა დააფიქსირეს უელსელი ფეხბურთელი, რომელიც სათადარიგო სკამზე იცინოდა. უფრო კონკრეტულად მან ედენ აზარს დასცინა.

საქმე ისაა, რომ კარლო ანჩელოტი ბელგიელ ნახევარმცველს 30 წუთის განმავლობაში ახურებდა, მაგრამ ბოლოს მისი მოედანზე შეყვანა არ მოინდომა და როდესაც ედენი სათადარიგო სკამზე ბრუნდებოდა, ბეილმა დასცინა. რა თქმა უნდა, ამ ეპიზოდმა ესპანეთში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

მიმდინარე სეზონში ბეილი და აზარი ანჩელოტის გეგმებში არ შედიან და ორივე ფეხბურთელები დროის უმეტეს ნაწილს სათადარიგო სკამზე ატარებს. ამიტომაც, დიდი შანსია, რომ „სამეფო კლუბი“ ორივე ფეხბურთელმა გუნდი ზაფხულში დატოვოს.

0.115857