„ლიდსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსამ, ჟურნალისტებს თავისი კოლეგების, ხოსეპ გვარდიოლასა („მანჩესტერ სიტი“) და იურგენ კლოპის („ლივერპული“) შესახებ გაუზიარა შთაბეჭდილება.
„შეუძლებელია გამოიცნო, როგორ მუშაობს გვარდიოლას ტვინი. მისი საქმიანობით უნდა დატკბე. როცა ხედავ, როგორ გადაწყვეტილებებს იღებს მატჩის განმავლობაში, დიდ სიამოვნებას იღებ. დამერწმუნეთ, თუ ვიმე მის მიბაძვას ეცდება, ძალიან გაუჭირდება.
კლოპი უნიკალური ხელწერის მწვრთნელია. „ლივერპულის“ თამაშის ცქერაც ერთი სიამოვნებაა, მაგრამ მისი გაშიფვრა უფრო იოლია“ - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს Mirror.