„ალფა რომეოს“ ფორმულა 1-ის გუნდმა გამოაცხადა, რომ თავის ახალ სარბოლ ავტომობილს, რომლის ინდექსიცაა C42, საბრძოლო ფორმაში გამოწყობილს, ბარსელონას ტესტების შემდეგ გაგვაცნობს.
ტესტებზე, რომლებიც 23-25 თებერვალს გაიმართება, იტალიურ-შვეიცარიული გუნდი ახალი მანქანთ იასპარეზებს, ოღონდ ის კამუფლაჟში გამოწყობილი იქნება.
მაგრამ მთავარი ეს არაა. მთავარი ისაა, რომ „ალფა რომეო“ ახალი სეზონიდან უარს ამბობს „ფერარის“ გადაცემათა კოლოფსა და უკანა საკიდარზე. მარანელოდან მხოლოდ ძრავების მიღებას გააგრძელებს.
იმ დროს, როდესაც გუნდებს სეზონზე ბიუჯეტი 140 მილიონ დოლარამდე შეუმცირდათ, ასეთი ნაბიჯი ზედმეტად გამბედავად ჩანს. მაგრამ მთავარმა ინჟინერმა იაბ მონტომ საკუთარი კონცეპცია შეიმუშავა, რომელიც მანქანის აეროდინამიკაზე ყურადღების გამახვილებას ითვალისწინებს.
რაც მტავარია, ახალ მანქანას, მოკლე გადაცემათა კოლოფის წყალობით, მოკლე ბაზა ექნება. „ფერარი“ კი გრძელბაზიან შასის არეჩევს. ამიტომ, „ალფას“ მარანელოელთა უკანა საკიდარი აღარ გამოადგება. ინდივიდუალურ აეროდინამიკაზე მუშაობა არც იოლია და ძვირი სიამოვნებაცაა. მაგრამ ამის საშუალება ჰინვილში აქვთ, რადგან მათ ბაზაზე, ჯერ კიდევ „ბეემვესთან“ პარტნიორობისას აშენებული, უმაღლესი კლასის აეროდინამიკური მილი აქვთ.
რაც შეეხება „ფერარის“ ძრავს, ეს იგივე აგრეგატია, რომელსაც თავად მარანელოელები გამოიყენებენ. „ფერარი“ მასზე ორი წელი მუშაობდა და როგორც ამბობენ, ის წინამორბედზე მეტი სიმძლავრითაც გამოირჩევა და უფრო გამძლეცაა.